პიანიჩი:“ იუვე – რომა შესანიშნავი მატჩი იქნება“
იუვენტუსისა და რომას ყოფილმა ფეხბურთელმა მირალემ პიანიჩმა თავის ყოფილ გუნდებს შორის მოახლოებული მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„რომას დატოვება ? ეს მარტივი არ იყო, მე გუნდი ძალიან მიყვარდა და ქომაგებთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა, კარიერაში გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვერ გაექცევი.
„რატომ ვერ ახერხებდა ჩემი რომა გამარჯვებას ? მაშინ პროექტი ახალი დაწყებული იყო, ლუის ენრიკე და საბატინი შესანიშნავად მუშაობდნენ, გუნდი მომდევნო წლებში განვითარდა, მაგრამ მაშინ იუვენტუსი უბრალოდ დაუმარცხებელი იყო, ბიანკონერის რიგებში გამორჩეული ადამიანები და ფეხბურთელები თამაშობდნენ.
„იუვე – რომა ? ტურინში თამაში მარტივი არასოდეს არის, მაგრამ რომა ამ სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება, იუვენტუსზე სტაბილურია და ბრძოლის გარეშე არ დანებდება. მე ძალიან თანაბარ და მაღალი დონის შეხვედრას ველოდები.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
