ტურამი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია
იტალიელი ჟურნალისტის ორაციო აკომანდოს ინფორმაციით, გასულ დღეებში გავრცელებული ცნობების მიუხედავად, ხეფრენ ტურამი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია.
წყაროს ცნობით, ფრანგი ნახევარმცველი გუნდის პროექტის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მოიაზრება და მისი გაშვება არც კი განიხილება.
არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ტურამთან უახლოეს პერიოდში ახალ კონტრაქტზე დაიწყოს მუშაობა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
