მოტამ სოსიედადი უარით გაისტუმრა
ტიაგო მოტა რეალ სოსიედადს არ ჩაიბარებს.
გასულ დღეებში ესპანური გუნდი იუვენტუსის ყოფილ მწვრთნელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა საბოლოო ჯამში იტალო-ბრაზილიელმა სპეციალისტმა ესპანელები უარით გაისტუმრა და სეზონის ბოლომდე მოცდას გეგმავს.
მოტას იუვენტუსთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი ფეხბურთში დაბრუნება გუნდს 10-11 მილიონს დააზოგინებდა, თუმცა ტიაგო სეზონის ბოლომდე ახალი გუნდის პოვნას არ აპირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
