ფრატეზი იუვენტუსში გადასვლის წინააღმდეგი არ არის
Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსსა და დავიდე ფრატეზის შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
წყაროს ცნობით, ინტერში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილო ნახევარმცველი იანვარში გუნდის დატოვებას გეგმავს და იუვენტუსში გადაბარგების წინააღმდეგი არ არის.
პრობლემა ინტერის მიერ მოთხოვნილი 35 მილიონი ევროა, იუვენტუსი კი თავის მხრივ იტალიელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
