TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩი მილანს უახლოვდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმებასთან ახლოს არის.

SportMediaset-ის ცნობით, ვლაჰოვიჩის აგენტსა და როსონერის წარმომადგენლებს შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

წყაროს ინფორმაციით, მისი მილანში ხილვა პირადად მაქს ალეგრის სურს, სერბსა და იტალიელ მწვრთნელს შორის საუბარი უკვე შედგა და დუშანი კარიერის მილანში გაგრძელების წინააღმდეგი არ არის, თუ მხარეები კონტრაქტის დეტალებს შეათანხმებენ. მილანს ვლაჰოვიჩთან პრე-კონტრაქტის გაფორმება და სეზონის ბოლოს მისი უფასო ტრანსფერი სურს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !