იუვე ილდისის აგენტს მიმდინარე კვირის ბოლომდე შეხვდება
იტალიელი ჟურნალისტის მიკელე დე ბლაზისის ინფორმაციით, იუვენტუსი კენან ილდისის წარმომადგენელს და მამას უახლოეს დღეებში შეხვდება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მზად არის, ილდისს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 5 მილიონი ევრო შესთავაზოს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 1 მილიონი დაემატება და საბოლოო ჯამში თურქი მოთხოვნილ 6 მილიონს მიიღებს.
იუვენტუსს კენანთან ახალი ხელსეკრულების გაფორმება უმოკლეს დროში სურს, რაც დიდწილად მის მიმართ გაზრდილი დიდი ინტერესით არის გამოწვეული.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
