TuttoJuve

Juve per sempre sarà

ძოფი:“ ელკანი იუვენტუსს არასოდეს გაყიდის“

ლეგენდარულმა დინო ძოფმა იუვენტუსის შესაძლო გაყიდვის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

„Tether-ის წინადადება ? მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს შეთანხმება ვერ შედგებოდა. იუვენტუსი, რომელსაც მე ბავშვობიდან ვქომაგობ, მხოლოდ გუნდი არ არის, ეს გაცილებით მეტია. ამის გასაგებად შენ იუვენტუსში თამაშის ან მისი გაწვრთნის გამოცდილება უნდა გქონდეს.

„ჯონ ელკანმა თავის ვიდეოში ნათლად დაადასტურა, რომ ის იუვენტუსის გაყიდვას არ აპირებს და მე ეს არ გამკვირვებია. ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდი ანიელების ოჯახისთვის. ვიცი, რომ იუვენტუსი ჯანი ანიელისთვის Fiat-ზე ბევრს ნიშნავდა. 102-წლიანი ისტორია ფულზე გაცილებით მეტს ნიშნავს და დარწმუნებული ვარ, გუნდი ანიელების და ელკანების ხელში კიდევ დიდი ხანი დარჩება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !