TuttoJuve

Juve per sempre sarà

კაბალი:“ სახლში ბერნარდეკის მაისურით და 3 ქულით მივდივართ“

ბოლონიას კარში ერთადერთი გოლის ავტორმა ხუან კაბალმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ვის გავუცვალე მაისური ? ბერნარდესკის, ის იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელია და მისი მაისური მინდოდა.

„მე ფედერიკოს მისი იუვენტუსში ყოფნის დროს ხშირად ვუყურებდი და იმედი მქონდა, მის მაისურს მივიღებდი, სასურველ მაისურთან ერთად კი სახლში 3 ქულით მივდივართ, გუნდმა დღეს მოედანზე ყველაფერი დადო და უმნიშვნელოვანესი ქულები მოვიპოვეთ.

„კოცნა ტატუზე გოლის შემდეგ ? ეს ჩემი შვილის ტატუა, ეს გოლი მას ეძღვნება.

„სპალეტი ჩემგან ბევრს ითხოვს ? დიახ, რადგან მან იცის, რომ მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ბევრის მიცემა შეუძლია, ეს კი ძალიან სასიამოვნოა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !