TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიელინი:” ტურამი ჩვენთან რჩება, დევიდი ?…”

იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ ბოლონიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„გავრცელებული ცნობები ფრატეზი-ტურამის ბარტერის თაობაზე ? მე ფრატეზის თაობაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან ეს ინტერის მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა. ერთ რამ ეჭვგარეშეა, ტურამი არის და იქნება იუვენტუსის ფეხბურთელი, ის ჩვენი გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრია და გვინდა, მომავალი მასთან ერთად ავაშენოთ.

„ელკანის სიტყვები ? ეს ძლიერი და საჭირო მესიჯი იყო, მაგრამ ჩვენ, ადამიანები რომლებიც მას კარგად იცნობენ და მასთან ერთად მუშობენ, მისი სიტყვებით გაკვირვებულები არ ვართ. იუვენტუსი და ანიელების ოჯახი ფაქტობრივად სინონიმებია, ეს იყო წარსულში, ეს არის ახლა და ეს იქნება მომავალში, ჩვენი მიზანი ახლა წარმატებული იუვენტუსის დაბრუნებაა. ვიცით, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში სკუდეტოს გარეშე დარჩენა მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენი ისტორია და ღირებულებები მოწმობს, იუვენტუსი ყოველთვის ბრუნდება და გამონაკლისი არც ახლა იქნება.

„ილდისი ? კენანს გუნდთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს, ეს სიტუაცია ერთ კვირაში არ გადაწყდება, მაგრამ ორივე მხარეს თანამშრომლობის გაგრძელება სურს. ის ჩვენთვის უმნიშვნლეოვანესი ფეხბურთელია და ამ სტატუსის დადასტურება გვსურს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !