TuttoJuve

Juve per sempre sarà

ფორესტი დუგლას ლუისის გამოსყიდვას არ აპირებს

დუგლას ლუისი მიმდინარე სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ინგლისელების გეგმებში აღარ შედის, ამიტომ სეზონის ბოლოს მის გამოსყიდვას არ აპირებს.

ლუისის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ლუისმა ფორესტის რიგებში მინიმუმ 15 მატჩში მოედანზე 45 წუთი უნდა გაატაროს, რის შემდეგაც მისი 25 მილიონად გამოსყიდვა სავალდებულო იქნება. ამ მომენტისთვის ლუისს ფორესტის მაისურით მოედანზე 45 წუთი 9-ჯერ აქვს ნათამაშები, მაგრამ გუნდის მწვრთნელი მის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას აღარ აპირებს და სავარაუდოდ ფორესტს მისი გამოსყიდვა არ მოუწევს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !