პინსოლიო დიდი ალბათობით კარიერას დაასრულებს
იუვენტუსის მესამე კიპერი კარლო პინსოლიო დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.
35 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან სეზონის ბოლოს იწურება და ტურინული გრანდი მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას აღარ გეგმავს.
პინსოლიო იუვენტუსის აკადემიის აღზრდილი გახლავთ, მან გუნდთან ერთად 3 სკუდეტო, 3 იტალიის თასი, 2 იტალიის სუპერ თასი მოიგო.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
