ფრატეზის აგენტმა იუვენტუსთან მოლაპარაკებები დაიწყო
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსსა და დავიდე ფრატეზის აგენტს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
წყაროს ცნობით, დავიდემ გუნდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ სათამაშო დროის გამო უკმაყოფილოა და ინტერის დატოვება სურს.
სკირას თქმით, დავიდეს აგენტი ბეპე რიზო იუვენტუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს. ინტერი ფრატეზის 35 მილიონად აფასებს, ბიანკონერის კი მისი 6-თვიანი იჯარით გაფორმება სურს, შემდგომში 20-25 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
