TuttoJuve

Juve per sempre sarà

პლატინი:“ ვამაყობ, რომ ელკანმა იუვენტუსის გაყიდვაზე უარი თქვა“

იუვენტუსის ლეგენდამ მიშელ პლატინიმ იუვენტუსის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსის შესაძლო გაყიდვა ? აქ საფიქრალი არაფერია, მე ვამაყობ, რომ ელკანმა Tether-ის წინადადება უარით გაისტუმრა, რადგან იუვენტუსის გაყიდვა შეუძლებელია. იუვენტუსის ისტორია არა მხოლოდ იტალიური და მსოფლიო ფეხბურთი, არამედ გუნდისა და ანიელების ოჯახის კავშირია, კავშირი, რომელიც 100 წელზე მეტი გრძელდება, უნიკალური, ფენომენალურ იისტორია, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

„შენ ემოციების, ქომაგების, ტრადიციის გაყიდვა არ შეგუძლია და ჯონ ელკანმა ეს ძალიან კარგად იცის.

„მე იუვენტუსის პრეზიდენტად ? ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი ახლა ჩემი ოჯახი და მათთან ერთად ყოფნაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე იუვენტუსთან ახლოს არ ვიქნები, ელკანის იუვენტუსთან, ანიელის იუვენტუსთან.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !