ტურამი ან ლოკატელი ფრატეზის სანაცვლოდ ?…
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსმა და ინტერმა შესაძლოა ხმაურიანი ბარტერი განახორციელონ.
მოგეხსენებათ, იუვენტუსი ნერაძურის ნახევარმცველის დავიდე ფრატეზის ტრანსფერით ინტერესდება, იტალიელი ფეხბურთელი პირადად ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნაა და იუვენტუსი მის გაფორმებას იანვარში ეცდება.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა დავიდეს გაფორმების გზების სწავლა უკვე დაიწყო და მათ შორის ერთ-ერთი ფეხბურთელის, კონკრეტულად ხეფრენ ტურამის ჩართვა განიხილება, ვის მიმართაც ინტერესს ინტერი დიდი ხანია იჩენს.
ტურამის გარდა განიხილება მანუელ ლოკატელის სახელიც, ის ლუჩიანო სპალეტის ფავორიტი ფეხბურთელი არ არის და ფრატეზის გასაფორმებლად მანუელის გაშვებას სიამოვნებით დათანხმდება.
განიხილება მესამე გზაც: იანვარში დავიდეს იჯარით გაფორმება, სეზონის ბოლოს მისი 25-30 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
