ილდისის წარმომადგენელი ტურინშია და ილდისს უახლოეს პერიოდში შეხვდება
იუვენტუსის ტალანტის კენან ილდისის ოჯახი ტურინში ჩაფრინდა და კენანის მამა, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიც გახლავთ, უახლოეს პერიოდში იუვენტუსს შეხვდება.
მხარეებს შორის გრძელდება ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები. ილდისი იუვენტუსში დარჩენის და კონტრაქტის გახანგრძლივების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ სანაცვლოდ გასამრჯელოს 1.7 მილიონიდან 6 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
იუვენტუსის ბოლო წინადადება 4.5 მილიონი და ბონუსებია, თუმცა დაგეგმილ შეხვედრაზე ბიანკონერი თურქის წარმომადგენლებს ახალ, გაუმჯობესებულ წინადადებას შესთავაზებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
