იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფამდე 2 ქულა აშორებს
იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 2 გამარჯვებით სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორა, მაგრამ ჯერჯერობით პლეი-ოფში ადგილი განაღდებული არ აქვს.
ბიანკონერი ამ მომენტისთვის 9 ქულით სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციაზე იმყოფება და წინ კიდევ 2 შეხვედრა ელოდება.
ტურინული გრანდი 22 იანვარს ბენფიკას, ხოლო 29 იანვარს მონაკოს დაუპირისპირდება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ადგილის გასანაღდებლად კი იუვენტუსს დარჩენილ 2 მატჩში 2 ქულის მოპოვება სჭირდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
