დელ პიერო:“ იუვენტუსი ყველასთვის არ არის, ეს მაისური ძალიან მძიმეა“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ პაფოსთან მატჩი შეაფასა.
„გუშინდელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, ხარისხის მხრივ გუნდი უკეთესის სურვილს ტოვებს.
„იუვენტუსი ყველასთვის არ არის, გუნდის ისტორია, ქომაგების მოლოდინები, გამარჯვებები, ეს ყველაფერი მენტალურად მარტივი არ არის, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი იუვენტუსი არის იმ ცვლილებების შედეგი, რომლებიც ბოლო წლებში გუნდში მოხდა. ახალი ხელმძღვანელობა, გუნდის ძველი ლიდერების ახლებით ჩანაცვლება, ეს მარტივი არასოდეს არის.
„ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, სხვა გუნდში შესანიშნავად მოასპარეზე ფეხბურთელები იუვენტუსის მაისურით თავის წარმოჩენას ვერ ახერხებენ, რადგან მენტალურად იუვენტუსის მაისურით თამაში მარტივი არ არის.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
