TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი კაპრილეს ტრანსფერით ინტერესდება

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი კალიარის კარის დარაჯის ელია კაპრილეს ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის სკაუტები 24 წლის იტალიელს უკვე დიდი ხანია აკვირდებიან და ბიანკონერი სეზონის ბოლოს მის გაფორმებას ეცდება.

არ არის გამორიცხული, იტალიელმა გუნდში მატია პერინი ჩაანაცვლოს, ვინც შესაძლოა იუვე სეზონის ბოლოს დატოვოს და ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც ის პირველი ნომერი იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !