იუვენტუსი პალესტრას გაფორმებას იანვარში ეცდება
იუვენტუსი ატალანტას ტალანტის მარკო პალესტრას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს და ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმებას იანვარში ეცდება.
20 წლის მარჯვენა მცველი იჯარის წესით კალიარიში თამაშობს, ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და არაერთი გრანდის, მათ შორის იუვენტუსის ინტერესი დაიმსახურა.
SportItalia-ს ინფორმაციით, ზედმეტი კონკურენციის თავიდან ასარიდებლად, იუვენტუსი ახალგაზრდა ფეხბურთელის გაფორმებას იანვარში ეცდება. პრობლემა ლა დეას მიერ მოთხოვნილი 30-35 მილიონია, თუმცა ბიანკონერი უკან დახევას არ აპირებს და ატალანტასთნ რთული მოლაპარაკებებისთვის ემზადება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
