ტურამი იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არის…
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა ხეფრენ ტურამის არასტაბილური თამაშით უკმაყოფილოა.
ფრანგი ფეხბურთელი გასულ სეზონში იუვენტუსის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო და ის გუნდისთვის ხელშეუხებელ ფეხბურთელად მოიაზრებოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ტურამი მოლოდინებს ვერ ამართლებს და მისი გაყიდვა გამორიცხული აღარ არის.
Calciomercato-ს ცნობით, თუ ტურამმა მომდევნო თვეებში თამაშის ხარისხი არ გამოასწორა, სეზონის ბოლოს იუვენტუსი ფრანგის თაობაზე მიღებული წინადადებების განხილვის წინააღმდეგი არ იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
