იუვე მარუსიჩის ტრანსფერით ინტერესდება
იუვენტუსი ლაციოს ფეხბურთელის ადამ მარუსიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
33 წლის მარჯვენა მცველის მიმდინარე კონტრაქტი არწივებთან სეზონის ბოლოს იწურება და Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ზაფხულში მის უფასოდ გაფორმებას ეცდება.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსმა მონტენეგროელი ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო და არ არის გამორიცხული, მასთან პრე-კონტრაქტის გაფორმება სცადოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
