მაკტომინეი:“ იუვე დიდებული გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა“
იუვენტუსთან მატჩის წინ კომენტარი ნაპოლის ლიდერმა სკოტ მაკტომინეიმ გააკეთა.
„წინ ძალიან კარგი მატჩი გველოდება. ჩვენი ქომაგების მხარდაჭერა წამოუდგენელია, ამ სტადიონზე თამაში პრივილეგიაა და ქომაგების მხრიდან წამოსული ენერგია აუცილებლად დაგვეხმარება.
„იუვე ? იუვე დიდებული გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენ განვითარება უნდა გავაგრძელოთ და სატურნირო ცხრილში წინ წავიწიოთ, ამისთვის კი დღეს გამარჯვება გვჭირდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
