იუვე და მილანი ბაიერნის ტალანტით ინტერესდებიან
გერმანული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი და მილანი ბაიერნის ტალანტის ადინ ლიჩინას ტრანსფერით ინტერესდებიან.
18 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გერმანულ გრანდთან სეზონის ბოლოს იწურება და BILD-ის ცნობით, ახალგაზრდა მარჯვენა ვინგერის უფასოდ გაფორმებას არაერთი ევროპული გრანდი, მათ შორის იუვენტუსი და მილანი ეცდებიან.
გერმანელი ფეხბურთელი ბაიერნის u19 გუნდში ასპარეზობს, მის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
