ჟეგროვამ ფიზიკური პრობლემები დაამარცხა და მზად არის
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ედონ ჟეგროვა ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის საბრძოლველად მზად არის.
კოსოვოელი ფეხბურთელის მოედანზე ყოველი გამოჩენა მისი ხარისხისა და შესაძლებლობების დემონსტრაცია იყო, თუმცა მისი ფიზიკური პრობლემების გამო, რაც გასული წლის ბოლოს მიღებული ტრავმით იყო გამოწვეული, ჟეგროვა თამაშს მხოლოდ შეზღუდული დროით ახერხებდა.
წყაროს ინფორმაციით, გასულ კვირებში კოსოვოელი ფეხბურთელი სრული დატვირთვით ვარჯიშობდა, მისი ფიზიკური კონდიციები საგრძნობლად გაუმჯობესდა და მომდევნო მატჩებში სასტარტო შემადგენლობისთვის ბრძოლას გეგმავს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
