TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე და ინტერი იანვარში მუჰარემოვიჩისთვის იბრძოლებენ

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სასუოლოს მცველის ტარიკ მუჰარემოვიჩის გაფორმებას ეცდება.

ტურინული გრანდის აკადემიის აღზრდილი ნეროვერდის რიგებს მიმდინარე სეზონის სტარტზე შეუერთდა და სასუოლოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა, რითიც მან არაერთი გრანდის, მათ შორის იუვენტუსის და ინტერის ინტერესი დაიმსახურა.

წყაროს ცნობით, ინტერმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა, მაგრამ იუვენტუსი გამოკვეთილი ფავორიტია, რადგან ბოსნიელი ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, იუვენტუსი მისი გაყიდვიდან მიღებული თანხის ნახევარს მიიღებს, რაც ტურინულ გრანდს საქმეს საგრძნობლად უმარტივებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !