TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბუადიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა, მისი იუვეში ტრანსფერი გამოირიცხა

ლილის ტალანტმა აიუბ ბუადიმ გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და მისი იუვენტუსში ტრანსფერი ფაქტობრივად გამოირიცხა.

ტურინული გრანდი 18 წლის ტალანტს დიდი ხანია აკვირდება და მის ტრანსფერზე მუშაობას სეზონის ბოლოს გეგმავდა, მაგრამ ფრანგმა ლილთან ახალი, ხანგრძლივი ხელშეკრულება გააფორმა, რითიც ბუადის იუვენტუსში ტრანსფერი, მისი მაღალი ფასისა და კონკურენციის გამო ფაქტობრივად გამოირიცხა.

SportItalia-ს ცნობით, ამ მომენტისთვის ახალგაზრდა ტალანტის ტრანსფერზე ყველაზე აქტიურად პსჟ მუშაობს, მათთან კი ფინანსური კონკურენციის გაწევა გამორიცხულია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !