TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე იანვარში გაბრიელის გაფორმებას ეცდება

იუვენტუსი იანვარში ლეჩეს ტალანტის ტიაგუ გაბრიელის გაფორმებას ეცდება.

ტურინული გრანდი ზამთარში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და SportItalia-ს ცნობით, 20 წლის პორტუგალიელი დამენ კომოლის ერთ-ერთი სამიზნეა.

წყაროს ინფორმაციით, არც ის არის გამორიცხული, იუვენტუსმა გაბრიელი გაიფორმოს და სეზონის ბოლოს იჯარით ლეჩეში დატოვოს, რაც გუნდებს შორის საერთო ენის გამონახვას გაამარტივებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !