სპალეტის გავლენა იუვენტუსში იზრდება
იტალიური მედიის ცნობით, ლუჩიანო სპალეტის გავლენა იუვენტუსის რიგებში სულ უფრო იზრდება.
La Stampa-ს ცნობით, გუნდის ხელმძღვნელობა იტალიელი სპეციალისტის მუშაობით, პროფესიონალიზმით, მოტივაციითა და მისი ჟურნალისტებთან ურთიერთობით კმაყოფილია, ის გუნდის ხელმძღვანელობასთან ყოველდღიურ კონტაქტზეა და სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებაში აქტიურად იღებს მონაწილეობას.
წყაროს ინფორმაციით, სპალეტის მომავალთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა გუნდის განვითარებასთან ერთად, ლუჩიანოს იუვენტუსში დარჩენის შანსი სულ უფრო იზრდება, რაზეც თავად იტალიელი უარს არ იტყვის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
