კიელინი:“ იუვე აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ ამ სეზონში გამარჯვება რთული იქნება“
იუვენტუსის ლეგენდამ და დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„გუნდში არსებული სირთულეები ? იუვენტუსის ისტორია სავსეა როგორც გამარჯვების ციკლით, ასევე გადაწყობისა და ახალი გუნდის შექმნის ციკლით. ახლა ჩვენ ის პერიოდი გვაქვს, როდესაც დიდი ხანია გამარჯვებას ვერ ვახერხებთ და ამის გაკეთება ამ სეზონშიც გაგვიჭირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლომდე არ ვიბრძოლებთ, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, ეს იუვენტუსი არ არის ის გუნდი, რომელიც 10, 20 და 30 წლის წინ იყო, ჩვენ ახლა არ ვართ ისეთი დომინანტები, როგორც ადრე, ახლა მსოფლიო ფეხბურთში დომინაცია არ შეგვიძლია, არ გვაქვს რესურსი, რომ რეალის, პსჟ-ს და სხვა გუნდების მსგავსი ინვესტიციები განვახორციელოთ.
„ჩვენ იტალიურ ფეხბურთში არსებული სიტუაცია უნდა გავითვალისწინოთ და გავაგრძელოთ იმ პროექტზე მუშაობა, რომელსაც ძალიან კარგი საძირკველი აქვს, მაგრამ ამ მომენტისთვის გამარჯვებისთვის მზად არ არის. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან მალე სათანადო დონეზე დავბრუნდებით.
„დევიდი ? ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. მან წინა მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა და სამწუხაროა, რომ გაუქმდა. როგორც შემდგომში დავრწმუნდით, მსაჯის გადაწყვეტილება სწორი იყო. იუვენტუსში თამაში ყველასთვის რთულია, ეს უჭირთ იტალიელებს, სხვა ჩემპიონატებიდან გადმოსული ფეხბურთელებისთვის კი ადაპტაცია კიდევ უფრო რთულია, მაგრამ ჩვენ დევიდის ხარისხში დარწმუნებულები ვართ.
„ვლაჰოვიჩი ? მისი ტრავმა საკმაოდ მძიმეა და ვწუხვარ, რომ მოედანს დიდი ხანი ჩამოშორდა. დუშანის არყოფნა სხვა ფეხბურთელებისთვის არის შანსი, რომ თავი წარმოაჩინონ, ახლა დევიდს მეტი სივრცე და ნაკლები წნეხი ექნება, რაც ვფიქრობ, მის თამაშზე პოზიტიურად აისახება.
„სპალეტი ? ლუჩიანოს კარიერა ყველა სიტყვაზე ხმამაღლა ისმის. სამწუხაროდ, მე მის გაწვრთნილ გუნდში თამაშის შესაძლებლობა არ მქონდა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ის იუვენტუსით ცხოვრობს და გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
