იუვენტუსის მსგავსად, ნაპოლი მომდევნო მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება
იუვენტუსში ტრავმების მხრივ მდგომარეობა სულ უფრო რთულდება, თუმცა უკეთესი მდგომარეობა არც ბიანკონერის მომდევნო მეტოქეს ნაპოლის აქვს.
ნაპოლის ოფიციალური განცხადების მიხედვით, სტანისლავ ლობოტკამ კოპა იტალიაზე კალიარისთან მატჩის წინ კუნთის ტრავმა მიიღო, რის გამოც ის იუვენტუსის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
ლობოტკას გარდა, ნაპოლის ნახევარდაცვაში კევინ დე ბრუინე, ბილი გილმორი და ფრანკო ანგისა დააკლდებიან, ანტონიო კონტეს განკარგულებაში ნახევარდაცვაში მხოლოდ ელიფ ელმასი და სკოტ მაკტომინეი იქნებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
