TuttoJuve

Juve per sempre sarà

გატის შემდეგ, ოპერაცია ვლაჰოვიჩმაც გაიკეთა…

დღეს დილით საფრანგეთში მენისკზე ოპერაცია ფედერიკო გატიმ გაიკეთა, რამდენიმე წუთის წინ კი თავისი პროცედურა დუშან ვლაჰოვიჩმა დაასრულა.

სერბ ფორვარდს ადუქტორის მყესზე ოპერაცია ლონდონში ჩაუტარდა, ოფიციალური წყაროს ცნობით, პროცედურამ გეგმის მიხედვით ჩაიარა და ხვალიდან სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგება.

მოსალოდნელია, რომ ვლაჰოვიჩი მოედანს მარტის მეორე ნახევარში დაუბრუნდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !