ვლაჰოვიჩი ოპერაციას ლონდონში გაიკეთებს
დუშან ვლაჰოვიჩი უახლოეს პერიოდში ოპერაციას გაიკეთებს და სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგება.
სერბმა ფეხბურთელმა ტრავმა კალიარისთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და როგორც შემდგომში დადასტურდა, მას ადუქტორის კუნთისა და მყესის მაღალი ხარისხის დაზიანება აქვს.
კონსულტაციის შემდეგ, ვლაჰოვიჩმა მკურნალობა ოპერაციის მეშვეობით გადაწყვიტა. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მას პროცედურა ლონდონში ჩაუტარდება, მოედანს კი მინიმუმ მარტამდე ვერ დაუბრუნდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
