TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის ინტერესი არტურ ატას მიმართ სერიოზულია

იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი უდინეზეს ტალანტის არტურ ატას მიმართ სერიოზულია.

22 წლის ფეხბურთელი ბიანკონერის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და ფრანგი ნახევარმცველის მიმართ არსებული ინტერესი სულ უფრო იზრდება.

დი ნატალეს ცნობით, იუვე ატას ზაფხულისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სამიზნედ მოიაზრებს. მისი გაფორმება დაახლოებით 20-25 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი, თუმცა იუვეს სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !