გატის მუხლზე ოპერაცია სჭირდება
იუვენტუსის პრობლემები ტრავმების მხრივ კიდევ უფრო რთულდება, ამჯერად ტურინული გრანდის ლაზარეთს ხანგრძლივი დროით ფედერიკო გატი შეუერთდა.
იტალიელმა ფეხბურთელმა ტრავმა გუშინდელ მატჩში მიიღო, რამდენიმე წუთის წინ კი გატიმ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება დაასრულა.
სამწუხაროდ, გატის მარჯვენა ფეხის მუხლზე მენისკის ტრავმა დაუდასტურდა, რის გამოც მას ოპერაციის გაკეთება მოუწევს. გატის მინიმუმ 1 თვე გაუცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
