პალესტრას ტრანსფერში იუვენტუსს კონკურენციას ინტერი გაუწევს
იუვენტუსის ინტერესი ატალანტას ტალანტის მარკო პალესტრას მიმართ სერიოზულია, თუმცა მისი გაფორმება მარტივი არ იქნება.
20 წლის ფეხბურთელი დაცვის ფლანგის გასაძლიერებლად იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტია, თუმცა ლა დეა მის სანაცვლოდ მინიმუმ 35-40 მილიონს ითხოვს, ამ ყველაფერს კი დიდი კონკურენციაც ემატება.
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, პალესტრას მიმართ ინტერესს ინტერიც იჩენს და ნერაძური მზად არის, იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა იანვარში დაიწყოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
