TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიელინი:“ მჯერა, რომ ილდისი ჩვენთან დიდი ხანი დარჩება“

იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ უდინეზესთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„რამდენად მნიშვნელოვანია კოპა იტალია ? სპალეტის არჩევანი მოწმობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტურნირი და დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის. უდინეზე ძალიან კარგი გუნდი და რთული მეტოქეა, ამიტომ მოედანზე მაქსიმალურად მოტივირებულები უნდა გავიდეთ და პოზიტიური სვლა გავაგრძელოთ.

„ილდისი ? მისი შესანიშნავი სვლა ჩვენ არ გვაკვირვებს, კენანი გამორჩეული ტალანტია, ჩვენს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, ახალ კონტრაქტზე მუშობას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, რომ კენანი ჩვენთან დიდი ხანი დარჩება.

„ვლაჰოვიჩი ? მას 3 თვე გაუცდება და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია. მინდა მას სწრაფი დაბრუნება ვუსურვო, სხვებისთვის კი ეს თავის წარმოჩენის კარგი შანსია. დუშანს უახლოეს თვეებში გავესაუბრებით, ჩვენს შორის კარგი ურთიერთობაა და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა შეთანხმებას.

„ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ? დამიენმა ამ თემაზე ისაუბრა, თუ იანვარში შესაბამისი შესაძლებლობა გაჩნდება, მის გამოყენებას ვეცდებით, თუმცა იქამდე დიდი დროა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !