ოფიციალურად: ვლაჰოვიჩს მინიმუმ 2 თვე იუქმებს
როგორც დაანონსებული იყო, დუშან ვლაჰოვიჩმა სამედიცინო შემოწემბა ჩაიტარა და სამწუხაროდ, დიაგნოზი იმაზე მძიმეა, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ.
ოფიციალური წყაროს ცნობით, სერბ ფეხბურთელს როგორც კუნთის, ასევე მყესის დაზიანება აქვს, რის გამოც ის მინიმუმ 2 თვეს გამოტოვებს.
ვლაჰოვიჩი მომდევნო დღეებში კონსულტაციას შესაბამის სპეციალისტთან გაილვის და არ არის გამორიცხული, მას ქირურგიული ჩარევა დაჭირდეს, რაც სერბის სარებილიტაციო პროცესს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
