TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ იუვენტუსის მხრიდან ასეთი საწყისი წუთები მიუღებელია“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კალიარისთან შეხვედრა შეაფასა.

„ჩვენ მოედანზე ზედმეტად მორცხვები გავედით, ვთამაშობდით როგორც სკოლის მოსწავლეები, ვუშვებდით ძალიან მარტივ შეცდომებს და ვკარგავდით ბურთს ისეთ მომენტებში, რომლებშიც ამის გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, რითიც მეტოქეს გოლის გატანის შანსებს ვუქმნიდით.

„გაშვებული გოლის შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა, დაიჭირა ბურთი და არაერთი კარგი მომენტი შექმნა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ილდისი, მას აქვს ეს ხარისხი და მახასიათებლები, რომლებითაც მას მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

„ჩვენ არაერთი ძალიან კარგი მომენტი შევქმენით, მაგრამ მათი უმეტესობის გამოყენება ვერ შევძელით და ამ ასპექტზე მეტი უნდა ვიმუშაოთ.

„ილდისი ? კენანს ნამდვილი ჩემპიონის ხარისხი აქვს, ჭეშმარიტი ათიანი, ვისაც მომენტის შექმნა არაფრისგან შეუძლია. რა თქმა უნდა, მას გარკვეულ ასპექტებში კიდევ მოსამატებელი აქვს, როდის დაიტოვოს ბურთი და როდის გასცეს ის, თუმცა ეს გამოცდილებასთან ერთად მოვა.

„მატჩი ნაპოლისთან ? მე ნეაპოლში დაბრუნების გამო ძალიან ბედნიერი ვიქნები, რადგან იქ შესანიშნავი პერიოდი გავატარე, არ ვიცი, როგორ დამხვდებიან ქომაგები.

„ვლაჰოვიჩი ? მას კუნთის პრობლემა აქვს, ჩვენ ვცდილობდით, რომ დუშანი არ გადაგვეტვირთა. ბოდოსთან მე ის მჭირდებოდა, რადგან მას ბურთის უკეთ დაჭერა შეუძლია, თუმცა მისი დასვენება გადავწყვიტე. ვფიქრობ, მან ბურთი სათანადოდ ვერ მიიღო, რის გამოც კუნთი გაიჭიმა, მისი ტრავმის სირთულეს მომდევნო საათებში გავიგებთ.”

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !