TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, თუმცა მას გამოყენება უნდა…“

ლუჩიანო სპალეტიმ კალიარისთან მატჩის წინ ისაუბრა.

„რამდენად მზად ვართ მატჩისთვის ? გასული დღეები ძალიან პროდუქტიული იყო. გამარჯვების შემდეგ გუნდში განწყობა ყოველთვის უკეთესია, ჩვენ კარგი თამაში ჩავატარეთ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ და ეს ყველაფერი ვარჯიშებზე პოზიტიურად აისახა.

„მენტალური ფაქტორი ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ბიჭები ზოგჯერ ზედმეტი წნეხისა და მოლოდინების გამო გარკვეულწილად სიფრთხილით თამაშობენ, ამის ნაცვლად კი მათ თავიანთი პოტენციალის და ხარისხის უნდა იწრმუნონ, მათ უნდა იცოდნენ, რომ აქვთ შესანიშნავი შესაძლებლობები და თუ მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებია, სასურველ შედეგს მიაღწევენ. მე რომ ამ გუნდის პოტენციალის არ მწამდეს, აქ არ ვიქნებოდი, თუმცა ახლა ამ პოტენციალის გამოყენება უნდა შევძლოთ.

„პერინი სასტარტოში ? დი გრეგორიო უმაღლესი დონის ფეხბურთელია, მიკელეს გასულ დღეებში გასტროენტერიტი აწუხებდა, რის გამოც ვერ ვარჯიშობდა და ის მომდევნო მატჩიდან დაბრუნდება. ჩვენ პერინს 100 პროცენტით ვენდობით.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !