ტოტენჰემის ინტერესი ბრემერის მიმართ სერიოზულია
ინგლისური და იტალიური წყაროების ცნობით, ტოტენჰემი იანვარში დაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი სამიზნე გლეისონ ბრემერი გახლავთ.
IlBianconero-ს ცნობით, ლონდონელები ისეთი ფეხბურთელის ძიებაში არიან, რომელსაც 3-მცველიან სქემაში თამაშის გამოცდილება აქვს და ბრემერი იდეალურ კანდიდატად მიაჩნიათ.
გამოცემის ინფორმაციით, ტოტენჰემის ინტერესის მიუხედავად, იუვენტუსი ბრემერის იანვარში გაყიდვას არ აპირებს. ლუჩიანო სპალეტი ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება და მას გუნდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
