ლილმა იუვენტუსს ბუადის ფასი შეუთვალა
გასულ დღეებში იუვენტუსს ლილის ტალანტი აიუბ ბუადი არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა მისი გაფორმება იანვარში ტურინული გრანდისთვის არც თუ ისე მარტივი საქმე იქნება.
18 წლის ნახევარმცველი ლილის რიგებში დიდებულ სეზონს ატარებს და ის საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლება, ამიტომ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება.
SportItalia-ს ცნობით, ლილი იანვარში ბუადის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონს მოითხოვს, სეზონის ბოლოს კი მისი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
