ილდისი:“ მინდა, გუნდს ყოველთვის ჩემი მაქსიმუმი მივცე…“
გუშინდელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა კენან ილდისმა შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„სათადარიგოთა სკამი ? მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობა მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გვითხრა, მე არ ვიცოდი, რომ სკამზე ვრჩებოდი, თუმცა ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, ჩემი მოვალეობა კი არის ის, რომ როდესაც მოედანზე ვარ, გუნდს ჩემი 100 პროცენტი მივცე.
„მოედანზე შექმნილი სხვაობა ? მიხარია, რომ გუნდის დახმარება შევძელი. ეს გამარჯვება გვჭირდებოდა და მთავარი მოპოვებული 3 ქულაა.
„გაუქმებული გოლი ? ჩვენ ძალიან კარგი შეტევა გვქონდა და სამწუხაროა, რომ გოლი გაუქმდა. ფაბიოს გამო ვწუხვარ, რადგან მან კარგად ითამაშა და გოლი დაიმსახურა.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
