TuttoJuve

Juve per sempre sarà

ოპენდა:“ გასული თვეები რთული იყო, მაგრამ გუნდის გამო ბედნიერი ვარ“

ლოი ოპენდამ გუშინდელი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„პოზიტიურ საღამო ? დიახ, იუვენტუსის რიგებში პირველი გოლის გამო ბედნიერი ვარ, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა. ჩვენ ვიცოდით, რომ დღეს 3 ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესი იყო და მიხარია, რომ მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანე.

„რთული ადაპტაცია ? გასული თვეები რთული იყო, მე გოლის გატანას ვერ ვახერხებდი, რაც ფორვარდისთვის მენტალურად ყოველთვის რთულია, მაგრამ მე ფორმას ვინარჩუნებდი და საბედნიეროდ, გოლის გატანა შევძელი. მინდა ჩემს ოჯახს, გუნდსა და თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემს მიმართ ნდობას არ კარგავდნენ მადლობა გადავუხადო. ვიცი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდში ვთამაშობ და გაცილებით მეტი მომეთხოვება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !