TuttoJuve

Juve per sempre sarà

ბრემერი მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არის

გლეისონ ბრემერის მოედანზე დაბრუნების თარიღი ახლოვდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ლიონში ჩატარებული ტესტების შემდეგ, რომელმაც პოზიტიური შედეგები აჩვენა, გლეისონი უახლოეს დღეებში მეტი დატვირთვით ვარჯიშს შეუდგება და მოკლე დროში გუნდთან ერთად მუშობას დაიწყებს.

წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, ბრემერი მოედანს 7 დეკემბერს, ნაპოლისთან მატჩში დაუბრუნდეს, მაგრამ იუვენტუსი რისკზე წასვლას არ აპირებს და მოვლენებს ხელოვნურად არ დააჩქარებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრემერსა და სპალეტის შორის იტალიელი სპეციალისტის იუვენტუსში მისვლის დღიდან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და ლუჩიანო ბრაზილიელის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება…

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !