TuttoJuve

Juve per sempre sarà

დევიდს მსურველი ესპანეთშიც გამოუჩნდა

იტალიურ მედიაში ჯონათან დევიდის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები არ წყდება.

კანადელი ფორვარდი ჯერჯერობით მოლოდინების გამართლებას ვერ ახერხებს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთნ ერთად, მისი გუნდიდან წასვლა სულ უფრო რეალური ხდება.

Calciomercato-ს ინფორმაციით, დევიდის მსურველთა სიას ამჯერად სევილია შეუერთდა, ესპანელები კანადელი ფეხბურთელის გაფორმებას იანვარში 6-თვიანი იჯარით ეცდებიან, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ამ მომენტისთვის დევიდის სეზონის ბოლომდე შენარჩუნებას გეგმავს და მის თაობაზე გადაწყვეტილებას ზაფხულში მიიღებს.
 
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !