სპალეტი:“ წინ რთული მატჩი გველოდება, ასეთ პირობებში თამაში ჩვენგან კიდევ უფრო კარგ თამაშს მოითხოვს“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ბოდო/გლიმტთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„განწყობა გასახდელში ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ ? პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ ჩვენ არ გივთამაშია ისე ცუდად, როგორც ამას მედიაში აღნიშნავენ. ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რომ უკეთესი თამაში და უკეთესი შედეგები მოგვეთხოვება, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის მახასიათებლები და ხარისხი, რომელიც გუნდს ნამდვილად აქვს. მატჩის შემდეგ გასახდელში ბევრი საუბარი არ ყოფილა, რადგან ყველას ესმის, რომ ჩვენ მეტი მოგვეთხოვება.
„ახლა ჩვენ კონცენტრაცია მომდევნო მატჩზე უნდა გავაკეთოთ, ეს იმაზე გაცილებით რთული დაპირისპირება იქნება, ვიდრე ფურცელზე ჩანს. ბოდო ძალიან კარგი გუნდია, ტექნიკური და ხარისხიანი ფეხბურთელებით სავსე, ამ ყველაფერს კი ჩვენთვის უჩვეულო პირობები ემატება: ხელოვნური მოედანი, სიცივე, რაც სუნთქვასა და სირბილს საგრძნობლად ართულებს, ამიტომ ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.
„ხელოვნური ბალახი ? ეს ძალიან დიდ სხვაობას იძლევა, რადგან ბურთი სხვანაირად მოძრაობს, მაგრამ ჩვენ ადაპტაცია უნდა გავიაროთ და სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლოთ.
„ილდისი ? ფეხბურთელისგან ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ყოფნას ვერ მოითხოვ, სეზონი გრძელია და ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს როგორც კარგი, ასევე რთული მომენტები, მაგრამ კენანი გამორჩეული ფეხბურთელია და მისი ხარისხი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გადამწყვეტი გახდეს.
„ცვლილებები ? ჩვენ სასტარტო შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს შევიტანთ. ბოდოს სივრცეების ათვისება ძალიან კარგად შეუძლია, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ კომპაქტურები და მათ მომენტების შექმნის საშუალება არ უნდა მივცეთ.
„მენტალური სიტუაცია ? მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, სიტუაცია გუნდში დაძაბულია. მე პირველ რიგში ჩემი საქმე უნდა გავაკეთო უკეთ და დარწმუნებული ვარ, შედეგი აუცილელბად იქნება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
