ილდისსა და იუვენტუსს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
გავლენიანი გამოცემა Goal.com-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და კენან ილდისი ახალი კონტრაქტი თაობაზე კვლავ ვერ თანხმდებიან.
წყაროს ცნობით, თურქი ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ წლიური ხელფასის გაზრდას 6 მილიონამდე ითხოვს, რასაც შემდეგ ბონუსები დაემატება, იუვენტუსი კი მას 4.5 მილიონსა და ბონუსებს სთავაზობს.
გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში გაგრძელდება და თუ სეზონის ბოლომდე სიტუაცია არ შეიცვალა, იუვენტუსი თურქის თაობაზე მიღებული წინადადებების განხილვის წინააღმდეგი არ იქნება. კენანის ფასი მინიმუმ 100 მილიონი ევროა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
