დევიდს იუვენტუსში ადგილის შესანარჩუნებლად დრო სეზონის ბოლომდე აქვს…
იტალიური მედიის ცნობით, ჯონათან დევიდის იუვენტუსიდან წასვლა სულ უფრო რეალური ხდება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კანადელი ფორვარდი ტურინული გრანდის რიგებს იანვარში არ დატოვებს, თუმცა თუ მან სეზონის ბოლომდე თამაშის ხარისხისა და შედეგიანობის გამოსწორება ვერ შეძლო, მისი გუნდიდან წასვლა გარდაუვალი გახდება.
წყაროს ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა კანადელის გაყიდვა გადაწყვიტა, მის სანაცვლოდ მინიმუმ 35-40 მილიონს მოითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
