TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი მენიოს სიტუაციას აკვირდება

იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი მილანის კარის დარაჯის მაიკ მენიოს სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

წყაროს ცნობით, მილანსა და ფრანგ ფეხბურთელს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და დიდია ალბათობა, მან სეზონის ბოლოს გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

იუვენტუსი მიკელე დი გრეგორიოს თამაშით კმაყოფილია, მაგრამ თუ მენიოს უფასოდ გაფორმების შესაძლებლობა იქნება, ბიანკონერი იტალიელი კიპერის გაყიდვის შესაძლებლობას განიხილავს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !