TuttoJuve

Juve per sempre sarà

კიელინი:“ სპალეტისგან დიდი მოლოდინები გვაქვს, ილდისის და ვლაჰოვიჩის კონტრაქტები ?…“

იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ ფიორენტინასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ფიორენტინასთან მატჩი ? დირექტორის ამპლუაში ეს შეხვედრა განსხვავებული გამოცდილებაა. მე ფიორენტინაში ვთამაშობდი და ვიცი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს დაპირისპირება ქომაგებისთვის. წინ რთული შეხვედრა გველოდება და მზად უნდა ვიყოთ.

„სპალეტი ? ჩვენ მისგან დიდი მოლოდინები გვაქვს, რადგან ლუჩიანო ნებისმიერ გუნდში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. მას გუნდთან მუშაობისთვის არც თუ ისე ბევრი დრო ჰქონდა, თუმცა ნელ-ნელა იუვენტუსს მისი ხელი ეტყობა და დარწმუნებული ვარ, გუნდი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდება.

„ილდისისა და ვლაჰოვიჩის კონტრაქტები ? ამ თემაზე მედიაში ბევრს საუბრობენ, რეალურად კი საგანგაშო არაფერია. ილდისს იუვენტუსთან კონტრაქტი კიდევ თითქმის 4 წელი აკავშირებს, ვლაჰოვიჩის სიტუაციას კი მომდევნო თვეებში შევხედავთ. რაც მთავარია, ორივე მათგანი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მათგან კარგ სეზონს ველოდებით.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !